|
2023-06-01 13:10:11, 882 ნახვა
პოლიტიკა
მიშელი - დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მომავალი ევროპულ ოჯახშია
მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მომავალი ევროპულ ოჯახშია და იმედი მაქვს, შესრულდება რეფორმები, რომელიც საჭიროა,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე ფორუმის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მიშელის თქმით, ქართველი ხალხის უმეტესობა ევროკავშირის წევრობას უჭერს მხარს. "მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მომავალი ევროპულ ოჯახშია და იმედი მაქვს, შესრულდება რეფორმები, რომელიც საჭიროა. ქართველი ხალხის უმეტესობა ევროკავშირის წევრობას უჭერს მხარს და იმედი მაქვს, რომ იქნება ფანჯარა ამ შესაძლებლობისთვის, რომ გაკეთდეს არჩევანი არა იმისთვის, რომ ასიამოვნოთ ბრიუსელს, არამედ იმისთვის, რომ გააკეთოთ მკაფიო არჩევანი და დარწმუნდეთ, რომ საქართველო დაფუძნებულია ევროპულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე, მშვიდობაზე, კეთილდღეობაზე",- განაცხადა მიშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



