14:37 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-01 11:22:38, 727 ნახვა

პოლიტიკა
ბოჭორიშვილი - დემარში ვერ გახდება ხელისშემშლელი ფაქტორი

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ "დემარში ვერ გახდება ხელისშემშლელი ფაქტორი, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია დემარშის შინაარსი".

მისი თქმით, ისეთი მდგომარეობა, როგორიც საქართველოს აქვს, არ აქვს არცერთ ევროპულ ქვეყანას, ვინაიდან საქართველოს მეზობელია რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის ორი რეგიონი. 

"ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან და ძალიან ხშირად მსმენია, რომ თქვენ არავინ არ გთხოვთ სანქციების დაწესებას და ამაზე არ არის საუბარი, თუმცა დემარშის შინაარსით თუ ვიმსჯელებთ, ზუსტად ასე გამოდის, რომ ჩვენ გვთხოვენ სანქციების დაწესებას.

აქ დგას ის მომენტი, როდესაც უნდა დავსვათ კითხვა - ესმით კარგად ჩვენს პარტნიორებს ის განსაკუთრებული მდგომარეობა, ხაზს ვუსვამ ამას, რადგან ასეთი მდგომარეობა, რაც აქვს საქართველოს, არცერთ ევროპულ ქვეყანას არ აქვს.

საქართველო არ არის ნატოსა და ევროკავშირის წევრი, საქართველოს ჰყავს მეზობელი რუსეთი და მეზობელ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი რეგიონი და მეზობელი რუსეთის სამხედრო ძალები დგანან საქართველოს ტერიტორიაზე", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მიხაელ როთი ყაველაშვილის ირანში ჩასვლაზე – სირცხვილი! საწყალი საქართველო
ავალიანის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მალანიას პატიმრობა შეეფარდა
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics