|
2023-06-01 10:06:57, 1012 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ სოციალური მუშაობის გაძლიერებისა და სისტემური ინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობის კუთხით ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ სოციალური მუშაობის გაძლიერებისა და სისტემური ინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობის კუთხით ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან ერთად განხორციელებული პროექტის ფარგლებში განვითარდა სოციალურ მუშაკთა პროფესიული ზედამხედველობის სისტემა, დაინერგა სუიციდისა და სექსუალური ძალადობის რისკების იდენტიფიცირების, შეფასებისა და რეაგირების მექანიზმი, გადამზადდა 500-მდე სპეციალისტი. „პროექტის ფარგლებში შეიქმნა დამწყებ სოციალურ მუშაკთა მომზადებისა და უწყვეტი განათლების სისტემა, ასევე, სოციალურ მუშაკთა შეფასების მექანიზმი. შემუშავდა კონცეფცია, რომელიც ბავშვების და ოჯახების მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის მიზნით სოციალური მუშაკის ჩართულობის მიმართულებებს მოიცავს. შემაჯამებელი ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ გახსნა და განხორციელებული სამუშაოების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით განხორციელდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)