|
2023-05-31 20:17:04, 1150 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე ზურაბიშვილზე - თუ მართლა უნდა, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროპის ნაწილი, სიტყვები საქმით გაამყაროს
თუ მართლა უნდა, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროპის ნაწილი, მაშინ, პრეზიდენტმა თავისი სიტყვები უნდა გაამყაროს საქმით, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლას. როგორც წითლიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია უნდა შეიწყალოს. "თუ პრეზიდენტი გულწრფელია თავის სიტყვებში, თუ მართლა ფიქრობს, რომ ამ ქვეყნის ევროპული არჩევანი არის უმნიშვნელოვანესი და თუ მართლა უნდა, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროპის ნაწილი, მაშინ, პრეზიდენტმა თავისი სიტყვები უნდა გაამყაროს საქმით. ამისთვის მან უნდა გააკეთოს შემდეგი: შეიწყალოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საქართველოს ევროპული მომავლისთვის და შეიწყალოს პოლიტიკური პატიმარი, ნიკა გვარამია", - განაცხადა წითლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



