|
2023-05-31 20:06:02, 1135 ნახვა
პოლიტიკა
კუბილიუსი - ჩვენ ვხედავთ არაადეკვატურ პოზიციას, რომელიც საქართველოს მთავრობას უჭირავს
ჩვენ ვხედავთ არაადეკვატურ პოზიციას, რომელიც უჭირავს საქართველოს მთავრობას და ნამდვილად გავოცდით პრემიერ ღარიბაშვილის ფონზე, - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ანდრეი კუბილიუსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში გაკეთებულ განცხადებებს. როგორც კუბილიუსმა აღნიშნა, ბრატისლავაში მიმდინარე უსაფრთხოების ფორუმზე ღარიბაშვილმა პუტინისა და მისი რეჟიმის რიტორიკა გაიმეორა. "ჩვენ ვხედავთ არაადეკვატურ პოზიციას, რომელიც უჭირავს საქართველოს მთავრობას და ნამდვილად გავოცდით პრემიერ ღარიბაშვილის ფონზე. მან განაცხადა, რომ რუსეთის პროვოცირებას ჰქონდა ადგილი და სწორედ ამიტომ დაიწყო მან ომი და შესაბამისად, მიზეზი იყო NATO-ს გაფართოება. საქართველო მუდმივად ითხოვდა NATO-ს წევრობას და შესაბამისად, ძალიან გამიკვირდა, უცნაური იყო მისი ასეთი განცხადება. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვეთანხმებით საქართველოს მთავრობის პოზიციას", - განაცხადა კუბილიუსმა.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



