|
2023-05-31 18:10:14, 1128 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - რუსეთის აგრესიის მიზეზი არა EU-სა და NATO-ს გაფართოება, არამედ მისი იმპერიალისტური ბუნებაა
ევროკავშირისა და ნატო-ს გაფართოება არ არის მიზეზი რუსეთის აგრესიისა, ეს არის რუსეთის საკუთარი იმპერიალისტური ბუნება,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთი უკრაინაში როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური კუთხით უკვე დამარცხდა. "რუსეთი კარგავს თავის სტრატეგიული უპირატესობის შეგრძნებას. მისი დაყოფის პოლიტიკა ძალას კარგავს... დღეს მსოფლიო გაყოფილია მათ შორის, ვინც ვერ ბედავს, რომ წრმოიდგინოს, რომ რუსეთი აღარ არის დაუმარცხებელი და არიან ადამიანები, რომლებსაც ესმით, რომ ახალი მსოფლიო იქმნება",- განაცხადა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, დღეს, 31 მაისს საქართველოს პრეზიდეტმა ევროპარლამენტს 13-წლიანი პაუზის შემდეგ მიმართა. სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში 29 მაისს გაემგზავრა. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



