|
2023-05-31 16:24:37, 901 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ვწუხვარ, რომ პრეზიდენტი მხოლოდ საუბრობს ევროპულად და არ მოქმედებს
ვწუხვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ საუბრობს ევროპულად და არ მოქმედებს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ვიდრე პრეზიდენტი "მხოლოდ საუბრობს ევროპულად და არ მოქმედებს, არ იმსახურებს, ქართველ ხალხს წარმოადგენდეს". „ვწუხვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ საუბრობს ევროპულად და არ მოქმედებს. ერთია, რომ ის „რუსული ოცნების“ რიტორიკას არ ემთხვევა, მაგრამ მოქმედებით აბსოლუტურად ერთნაირად მოქმედებენ და სალომე ზურაბიშვილს თუ უნდა, რომ ჩვენი ქვეყანა, საქართველო წარმოადგინოს, მაშინ უნდა გადადგას ევროპული ნაბიჯები და მარტო საუბარი არ კმარა. მას შეუძლია გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი, ნიკა გვარამია და ევროპას უთხრას, რომ ის ევროპულად არა თუ საუბრობს, არამედ ფიქრობს და მოქმედებს. მანამდე მგონია, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის კარზე ე.წ. თამაში. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე სალომე ზურაბიშვილი არ იმსახურებს, რომ წარმოადგენდეს ქართველ ხალხს, სანამ მხოლოდ საუბრობს ევროპულად და არ მოქმედებს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



