|
2023-05-31 14:00:09, 885 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ლაიენი პირველად არ ამბობს, რომ ევროპული სწრაფვის გამო დაესხა თავს რუსეთი უკრაინას, გუშინ ღარიბაშვილმა იგივე თქვა და გამოფინეს მთელი აგენტურა
ურსულა ფონ დერ ლაიენი პირველად არ ამბობს, რომ ევროპული სწრაფვის გამო დაესხა თავს რუსეთი უკრაინას. მანამდე ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ უკრაინელები მზად არიან მოკვდნენ ევროპისთვის“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, გუშინ პრემიერ-მინისტრმა იგივე თქვა და "გამოფინეს მთელი აგენტურა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, დღეს კი იგივეს ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი". „გუშინ თუ ირაკლი ღარიბაშვილმა იგივე თქვა და გამოფინეს მთელი აგენტურა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, დღეს იგივეს ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი. პირველად არ ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი იმას, რომ ევროპული სწრაფვის გამო დაესხა თავს რუსეთი უკრაინას. მანამდე გახსოვთ, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა ასეთი სიტყვები, რომ უკრაინელები მზად არიან მოკვდნენ ევროპისთვის. ეს არის მეორე შემთხვევა, როცა ნატო-ზეც კი აღარ არის საუბარი. ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ უკრაინას რუსეთი თავს დაესხა ევროპული მისწრაფებების გამო, გუშინ იგივე თქვა ღარიბაშვილმა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



