|
2023-05-31 13:49:55, 852 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - თუ პრეზიდენტი გააკრიტიკებს ქვეყანას, ეს იქნება ძალიან სამწუხარო - მოვისმენთ და მოვიწყენთ
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში ქვეყნის მხარდამჭერ განცხადებებს გააკეთებს. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენელებს უთხრა, "სამწუახრო იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილი ევროინტეგრაციის პროცესს დააზიანებს". "დავიტოვებ იმედს, გვაქვს სურვილი, რომ ნებისმიერი თანამდებობის პირისგან, მით უმეტეს პრეზიდენტისგან მოვისმინოთ ქვეყნის მხარდამჭერი განცხადებები, მით უმეტეს მაღალი ტრიბუნიდან. დავიტოვოთ ამის იმედი და ვნახოთ, როგორი იქნება ამ შემთხვევაში განცხადებები. თუ გააკრიტიკებს ქვეყანას, თუ დააზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს, ეს იქნება ძალიან სამწუხარო",- განაცხადა კობახიძემ. შეკითხვას, ევროპარლამენტში პრეზიდენტის კრიტიკის შემთხვევაში, რა ნაბიჯს გადადგამს მმართველი პოლიტიკური გუნდი, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ასე უპასუხა: "მოვისმენთ და მოვიწყენთ". შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 31 მაისს, 13-წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპარლამენტს მიმართავს.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



