|
2023-05-31 12:42:10, 810 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტ ცეზარ გარიდოს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა, იმ სერვისებზე იმსჯელეს, რასაც საქართველო ჰემოფილიის დიაგნოზის მქონე პაციენტებს სთავაზობს. "აღინიშნა, რომ იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტთა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სრულად და თანაგადახდის გარეშე ხდება ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ასევე საჭირო ამბულატორიული და სტაციონარულ მომსახურებები. მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, საქართველო რეგიონში მოწინავე ქვეყანაა ჰემოფილიის დაავადების მართვაში და ამ მიმართულებით, სხვა ქვეყნებისთვის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. შეხვედრას ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის კოორდინატორი, საქართველოს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის პრეზიდენტი და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)