|
2023-05-31 12:21:48, 854 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ყოველი გადავადება უსაფრთხოების რისკებს ზრდის
ყოველი გადავადება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ზრდის რისკებს და რა თქმა უნდა, ზრდის გამოწვევებს საქართველოს უსაფრთხოების და ეროვნული ინტერესების მისამართით,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. თალაკვაძის თქმით, ჯერი ახლა ევროკავშირზე და საერთაშორისო პარტნიორებზეა, ვინაიდან საქართველო იმსახურებს მათ მხარდაჭერას. "ჯერი არის უკვე ევროკავშირზე, ჯერი არის ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებზე, საქართველო იმსახურებს და ჩვენ ველით მათგან მტკიცე მხარდაჭერას. ყოველგვარი გადავადება, ყოველი გადავადება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ზრდის რისკებს და რა თქმა უნდა, ზრდის გამოწვევებს საქართველოს უსაფრთხოების და ეროვნული ინტერესების მისამართით. ამის ბევრი მაგალითი უკვე ნახეს, როგორც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, ისე საერთაშორისო საზოგადოებამ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არის იმ პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რომელმაც ამ 10-11 წლის განმავლობაში საქართველოში გაატარა რეალური და ევროპული რეფორმები",- განაცხადა თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



