|
2023-05-30 21:31:57, 773 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრა გამართა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაიმეორა ქართველი ხალხის ურყევი ნება, რომ ქვეყანა შეუერთდეს ევროპულ ოჯახს და ხაზი გაუსვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას ქართველი საზოგადოებისთვის. „პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენისთვის კიდევ ერთხელ გავიმეორე ქართველი ხალხის ურყევი ნება, შეუერთდეს ევროპულ ოჯახს და ხაზი გავუსვი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას ქართველი საზოგადოებისთვის. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას, რომელიც წინ წაწევს საქართველოს მის ისტორიულ გზაზე ევროკავშირისკენ“, - წერს სალომე ზურაბიშვილი. მანამდე, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. 13 წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს სიტყვით ხვალ მიმართავს.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



