|
2023-05-30 18:36:34, 935 ნახვა
საზოგადოება
მერია - წავკისში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
მთაწმინდის რაიონის შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, წავკისში, დიდგორისა და 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები ხორციელდება. აღნიშნულ მისამართებზე პირველად მოეწყო სანიაღვრე ქსელი. ხოლო, საგზაო ასფალტის ორფენიანი საფარი ჯამში, 10 000 კვ. მ ფართობზე დაიგება. ასევე, მოეწყობა ბორდიური. ამჟამად, დიდგორის ქუჩის ნაწილზე უკვე დაიგო ასფალტის პირველი ფენა, ხოლო ნაწილზე სამუშაოების პირველი ეტაპი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო. „აღნიშნულ ორ ქუჩაზე საავტომობილო გზა არასდროს ყოფილა და ადგილობრივ მცხოვრებლებს, განსაკუთრებით უხვი ნალექის დროს, გადაადგილება უჭირდათ. შესაბამისად, ეს პრობლემა მალე მოეხსნებათ. ჯამში, 10 000 კვ მ. ფართობზე დაიგება ასფალტი და მოვიცავთ ყველა ჩიხს. გზის საფარის მოწესრიგებასთან ერთად, სანიაღვრე ქსელს ვაწყობთ. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ, ვგეგმავთ ასევე წავკისში, სააკაძის ქუჩის რეაბილიტაციასაც“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. ინფრასტრუქტურულ პროექტს, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია „პარმა“ ასრულებს, რისთვისაც ჯამში, 1 800 000 ლარამდეა გამოყოფილი.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)