|
2023-05-30 17:42:09, 879 ნახვა
პოლიტიკა
ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ღარიბაშვილზე - ხალხს ღალატობს და რუსეთზე იყიდება
საქართველოში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი ბრატისლავაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც ყოფილმა ელჩმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელი განცხადებებით უღალატა საკუთარ ხალხს და რუსეთზე გაიყიდა. "ამბობს პრემიერ-მინისტრი ქვეყნის, რომელსაც NATO-ში გაწევრიანება სურს, რომელიც ახლა მის ხალხს ღალატობს და რუსეთზე იყიდება. საქართველო ამაზე უკეთესს იმსახურება", - წერს ყოფილი ელჩი. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა დღეს, 30 მაისს მიიღო, სადაც განაცხადა, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი. ღარიბაშვილი სლოვაკეთში 29 მაისს გაემგზავრა. ფორუმი 29-31 მაისს იმართება. პრემიერი სლოვაკეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



