|
2023-05-30 14:26:46, 998 ნახვა
პოლიტიკა
აუსტრევიჩუსი - ირაკლი ღარიბაშვილი საუკეთესოდ ასრულებს პუტინის საქმეს
ირაკლი ღარიბაშვილი საუკეთესოდ ასრულებს პუტინის საქმეს,- ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას გაკეთებულ განცხადებებს. აუსტრევიჩუსის თქმით, საქართველოს დღევანდელი მთავრობა აგრესორი რუსეთის რუპორი გახდა. "საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საუკეთესოდ ასრულებს პუტინის საქმეს! საქართველოს დღევანდელი მთავრობა აგრესორი რუსეთის რუპორი გახდა. დასავლეთმა ხელახლა უნდა გადახედოს თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ",- წერს აუსტრევიჩუსი. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა დღეს, 30 მაისს მიიღო. ღარიბაშვილი სლოვაკეთში 29 მაისს გაემგზავრა. ფორუმი 29-31 მაისს იმართება. პრემიერი სლოვაკეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)