|
2023-05-30 13:58:14, 801 ნახვა
პოლიტიკა
ჰოჯესი ღარიბაშვილის გამოსვლაზე - წარმოუდგენელია... რა დაემართა საქართველოს?
რა დაემართა საქართველოს?- ასე ეხმაურება აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას გაკეთებულ განცხადებებს. ჰოჯესის თქმით, წარმოუდგენელია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინაში რუსეთის შეჭრას NATO-ს გაფართოებას აბრალებს. "წარმოუდგენელია...საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინაში რუსეთის შეჭრას NATO-ს გაფართოებას აბრალებს. რა დაემართა საქართველოს?",- წერს ჰოჯესი. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა დღეს, 30 მაისს მიიღო. ღარიბაშვილი სლოვაკეთში 29 მაისს გაემგზავრა. ფორუმი 29-31 მაისს იმართება. პრემიერი სლოვაკეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



