|
2023-05-30 13:24:27, 710 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი ოპოზიციას - თქვენ დროშას კი არ სცემთ პატივს, არამედ ეს არის ჩვეულებრივი კერპთაყვანისმცემლობა, რითაც ხართ დაკავებული
„ამ დარბაზში საქართველოს სახელმწიფო დროშა არის განთავსებული საპატიო ადგილას და თქვენ რასაც აკეთებთ, დაკეცილ დროშას სკოჩით რომ აწებებთ, პარლამენტში, ეს არის დროშის უპატივცემულობა",- ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" წარმომადგენლებს, მათ მიერ სხდომათა დარბაზში საქართველოს სახელმწიფო დროშის გაკვრის გამო. პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია კერპთაყვანისმცემლობით არის დაკავებული. „ამ დარბაზში სახელმწიფო დროშა არის განთავსებული. დროშას და ამ დარბაზს ეცით პატივი. სკოჩით რომ აწებებთ დროშებს, ეს აჩვენებს თქვენს დამოკიდებულებას დროშების მიმართ საერთოდ, იქნება ეს საქართველოს თუ ევროკავშირის დროშა. ეს არის აბსოლუტური ფარისევლობა და სინამდვილეში, თქვენ დროშას კი არ ცემთ პატივს, არამედ ეს არის ჩვეულებრივი კერპთაყვანისმცემლობა, რითაც ხართ დაკავებული",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



