|
2023-05-30 11:55:15, 782 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ვიღაცას შეიძლება სურვილი ჰქონდეს, წავიდეს რუსეთში, ვიღაც იტალიაში წავა, ვიღაც - ესპანეთში - რა არის ამაში ცუდი?!
რა პრობლემაა იმაში, თუ რუსეთთან პირდაპირი ფრენა იქნება შესაძლებელი,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კალაძისთვის გაუგებარია, რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ მომავალსა და ევროინტეგრაციას, თუ საქართველოს მოქალაქე ქართული პასპორტით, ვიზის გარეშე რუსეთის ფედერაციაში გადაადგილებას შეძლებს. "საერთოდ რა კავშირშია ფრენები რუსეთის დაახლოებასთან, ჩემთვის გაუგებარია მაშინ, როდესაც ჩვეულებრივად, სახმელეთოდ შესაძლებელია მიმოსვლა; შესაძლებელი იყო ერევნის გავლით ჩამოსულიყვნენ როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის მოქალაქეები და რა პრობლემაა იმაში, თუ პირდაპირი ფრენა იქნება შესაძლებელი. ან რა პრობლემაა იმაში, აბსოლუტურად ვერ ვხვდები, რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ მომავალსა და ევროინტეგრაციას, თუ საქართველოს მოქალაქე ქართული პასპორტით, ვიზის გარეშე შეძლებს რუსეთის ფედერაციაში გადაადგილებას - ვისაც ამის სურვილი აქვს. ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს სურვილი, წავიდეს რუსეთში, ვიღაც იტალიაში წავა, ვიღაც - ესპანეთში, რა არის ამაში ცუდი?! - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



