13:35 - 15 Nov, 2026
|
2023-05-30 09:14:09, 917 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს 2 მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქეებს ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ორივე მოქალაქე ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ციხეში უკვე გადაიყვანეს. "ერგნეთის მცხოვრები ლევან პეტრიაშვილი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან 15 მაისს დააკავეს. მეორე დღეს, 16 მაისს, პეტრიაშვილის მეგობარი, სოფელ მეღვრეკისის მცხოვრები არჩილ ბასანიძე, მეგობრის გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა და ისიც ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს",- წერს გამოცემა. როგორც "რადიო თავისუფლებას" ლევან პეტრიაშვილის ოჯახის ახლობელმა განუცხადა, პეტრიაშვილის ოჯახი დახმარებისთვის წითელ ჯვარს მიმართავს.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



