2023-05-29 18:56:33, 784 ნახვა
პოლიტიკა
„პირდაპირი ფრენები EU-ის 27-ვე ქვეყნის ერთობლივ მოწოდებას ეწინააღმდეგება“ - ჰერჩინსკი დავითაშვილს შეხვდა
ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ერთობლივ მოწოდებას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები ეწინააღმდეგება გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რუსეთი უნდა მოექცეს იზოლაციაში და გაიზარდოს წნეხი მასზე, რათა ბრუტალური და აგრესიულ ომის დროს ქმედებები შეცვალოს. "გადავეცით, რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ერთობლივ მოწოდებას, არ დათანხმდნენ პირდაპირ ფრენებს რუსეთიდან და არ მისცენ უფლება რუსულ თვითმფრინავებს მათი ტერიტორიის გავლით, იფრინონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე. ასევე გამოვხატეთ შეშფოთება, რომ ეს ეწინააღმდეგება ჩვენს გადაწყვეტილებას, იზოლაციაში მოვაქციოთ რუსეთი და გავზარდოთ წნეხი მასზე, რათა შევცვალოთ რუსეთის ქმედებები, როცა საუბარია იმ ბრუტალურ, აგრესიულ ომზე, რომელსაც რუსეთი აგრძელებს უკრაინაში," - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 10 მაისს, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ გაცემული ბრძანება გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გამოაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას გულისხმობდა. პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებიდან ხუთ დღეში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პირდაპირი რეისების განსახორციელებლად პირველი ნებართვაც გასცა. 15 მაისს, ფრენების შესრულების ნებართვა რუსულმა ავიაკომპანია Azimuth Airlines-მა 17 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით მიიღო. 19 მაისს, შოთა რუსთაველის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი დაეშვა. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, რომელიც ირწმუნება, რომ Azimuth Airlines-ი ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი რეისების შესასრულებლად, 16 მაისს თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებისთვის ავიაკომპანია Georgian Airways-სთვის კიდევ ერთი ნებართვა გასცა. 19 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ივნისიდან სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ოპერირებას ავიაკომპანია Red Wings-იც დაიწყებს. ავტორი: ექსპრესნიუსი, ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ბოლო ერთი საათის განმავლობაში 130 რაკეტა გაუშვეს
გახარია ხაზარაძესთან მოლაპარაკებების განახლებისთვის სამ პრინციპს ასახელებს
აეროპორტების გაერთიანება - ორი დღის განმავლობაში საქართველო წამყვანი დასავლური გამოცემების ყურადღების ცენტრშია
ბათუმს დამატებით 25 ერთეული, EURO-6-ის ტიპის 12-მეტრიანი ავტობუსი შეემატა
|
ომი უკრაინაშიპესკოვი - რუსეთის ძალები კურსკის რეგიონზე კონტროლს დროულად აღადგენს
ლაიენი - ევროკავშირი უკრაინას სესხის სახით, დაახლოებით, 35 მილიარდ ევროს გამოუყოფს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 70 „შაჰიდიდან“ 61 ჩამოვაგდეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
„ჰეზბოლას“ პეიჯერებში ჩადებულმა ბომბებმა გაანადგურეს კომუნიკაციები და გამოავლინეს ათასობით მოხალისე მებრძოლი
მთავარი თემა
|