|
2023-05-29 18:46:12, 830 ნახვა
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ იყო უსამშობლო ადამიანების პოლიტიკური პარტია და ახლა გავიგეთ, რომ ეჭვიანი ადამიანების პოლიტიკური პარტიაც ყოფილა
„ჩვენ ვიცოდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო უსამშობლო ადამიანების პოლიტიკური პარტია და ახლა გავიგეთ, რომ ეჭვიანი ადამიანების პოლიტიკური პარტიაც ყოფილა იმიტომ, რომ მთელ ამ პროცესში ყველაზე მეტად რაც დაინახა საზოგადოებამ, ხომ ვიცოდით, რომ ღირებულებებისგან დაცლილი იყვნენ ეს ადამიანები, მაგრამ ერთმანეთს როგორ არ ენდობიან და რა ხარისხის უნდობლობა აქვთ ერთმანეთის მიმართ ეს ყველაფერი დაინახა,“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა, რითაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები შეაფასა. „ასეთი უნდობლობის და ეჭვიანობის ხარისხი აჩვენეს მათ საზოგადოებას და როდესაც პოლიტიკური პარტია ასე ნიღაბ ჩამოხსნილია და ვერ მალავს თავის რეალურ სახეს, რისი იმედი უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ სივრცეში ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელია, მაგრამ მე ამ პროცესებს მივესალმები იმიტომ, რომ რაც უფრო დასუსტდება „ნაციონალური მოძრაობა“ მით უფრო გაძლიერდება დემოკრატიული პროცესები ჩვენს ქვეყანაში“- აღნიშნა იონათამიშვილმა. ოპოზიციონერი დეპუტატების, ხატია დეკანოიძის და რომან გოცირიძის ინიციატივაზე, პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნაზე, რატი იონათამიშვილმა განმარტა, რომ პარლამენტის რეგლამენტის თანახმად თუ ერთი პარტიული სიით არიან წარმოდგენილი ადამიანები პარლამენტში, მათ აქვთ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლება, ხოლო თუ ბლოკის სიით არიან წარმოდგენილი, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ მათ ამის უფლება არ აქვთ. „სინამდვილეში, თავის დროზე, მე-10 მოწვევის პარლამენტში ჩვენ პოლიტიკური ჯგუფების ცნება შემოვიტანეთ იმიტომ, რომ ამით საპარლამენტო ტრიბუნის სარგებლობის შესაძლებლობა მიგვეცა პოლიტიკური პარტიებისთვის და ოპოზიციური პარტიებისთვის და ესეც ერთგვარი ნაბიჯი იყო ჩვენი მხრიდან გადადგმული იმისთვის, რომ პატარა პოლიტიკური პარტიების გაძლიერებისთვის შეგვეწყო ხელი და თანმიმდევრული ნაბიჯი იყო, ამ კონტექსტში ჩვენ არაერთი სხვა გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული, მათ შორის, კონსტიტუციის დონეზე. ამ შემთხვევაში, ის ჩანაწერი, რომელიც მოქმედია პარლამენტის რეგლამენტში გულისხმობს, რომ თუ ერთი პარტიული სიით არიან წარმოდგენილი ადამიანები პარლამენტში, მათ აქვთ იმის უფლება, რომ პოლიტიკური ჯგუფი შექმნან და თუ ბლოკის სიით არიან წარმოდგენილი, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ მათ ამის უფლება არ აქვთ. შესაბამისად, როდესაც ეს ორი ადამიანი, დეკანოიძე და გოცირიძე გავიდნენ „ნაციონალური მოძრაობიდან“ იმიტომ ვერ შეიქმნა, რომ ეს ბლოკი იყო თავის დროზე. ახლა ისინი რომ ამ ინიციატივით შემოვიდნენ, ჩვენ ამაზე ჯერ არ გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია და უნდა ვიმსჯელოთ ზუსტად უმრავლესობის სხდომაზე, სანამ ამ საკითხის განხილვა იქნება კომიტეტებზე.“-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)