|
2023-05-29 18:29:34, 1124 ნახვა
პოლიტიკა
სამხარაძე EU-ის ელჩების დემარშზე - ევროკავშირი პასუხს რუსეთის ხელისუფლებისგან უნდა ითხოვდეს
საქართველოს ხელისუფლებისგან პასუხების მოთხოვნა შეიძლება რაღაც ლოგიკაში ჯდებოდეს, თუმცა ამ შემთხვევაში პასუხებს რუსების ხელისუფლებისგან უნდა ითხოვდეს ევროკავშირი, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე რუსეთთან აღდგენილი ფრენების შესახებ ევროკავშირის ელჩების დემარშს. როგორც სამხარაძემ აღნიშნა, საინტერესოა კითხვაზე პასუხი, თუ რატომ არ არის ყველა რუსული ავიაკომპანია ევროკავშირის მიერ დასანქცირებული. "ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩვენი მთავრობის წარმომადგენლებისთვის , კერძოდ ვიცე-პრემიერისთვის, რომ აუხსნას ევროკავშირის ელჩებს იმ პოლიტიკის შესახებ, რომელსაც საქართველო ატარებს და ატარებდა აქამდე და ასევე იმ გადაწყვეტილების შესახებ და იმ გადაწყვეტილების ლოგიკის შესახებ, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო. რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისგან პასუხების მოთხოვნა შეიძლება რაღაც ლოგიკაში ჯდებოდეს, თუმცა, ამ შემთხვევაში, პასუხებს რუსეთის ხელისუფლებისგან უნდა ითხოვდეს ევროკავშირი. რატომ არ არის ევროკავშირის მიერ ყველა რუსული ავიაკომპანიაა დასანქცირებული და ალბათ ამ კითხვასაც დასვამს ჩვენი მთავრობის წარმომადგენელი და საინტერესო იქნება პასუხები, რომელსაც ევროკავშირის ელჩები გასცემენ", - განაცხადა სამხარაძემ. ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით, საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



