|
2023-05-29 12:20:33, 1004 ნახვა
პოლიტიკა
ღუდუშაური ALDE-ს რეზოლუციაზე - არ გავცნობივარ, სადაც სიცრუეა, ვერც ალდე და ვერც მალდე ამას ვერ გადაფარავს
ALDE-ს განცხადებას არ გავცნობივარ და ვფიქრობ, არცაა საინტერესო. სადაც სიცრუეა, ბუნებრივია, ვერც ალდე და ვერც მალდე ამას ვერ გადაფარავს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. ღუდუშაურის თქმით, ALDE-ს რეზოლუციას არაფერი აქვს საერთო ობიექტურ რეალობასთან, საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესთან. "ALDE-ს განცხადებას არ გავცნობივარ და ვფიქრობ, არცაა საინტერესო ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, ჩვენ ყველანი მივეჩვიეთ, რომ ბუნებრივია, ამ ყველაფერს საერთო არ აქვს არც ობიექტურ რეალობასთან, არც საქართველოს ინტერესთან, არც ქართველი ხალხის ინტერესთან. ALDE-ს განცხადება არის ხაბეიშვილის მიერ არ ვიცი, ქართულად თუ "ქურქუმალვაითურათ" დაწერილი რაღაც ტექსტი, რომელსაც ცდილობს, რომ ALDE-დ... გინდა ALDE-ს ხელმოწერა ახლდეს, ან ბეჭედი ჰქონდეს დასმული ან ნებისმიერი სხვა, სადაც არის აცდენილი რეალობა, სადაც სიცრუეა, ბუნებრივია, ვერც ალდე და ვერც მალდე ამას ვერ გადაფარავს",- განაცხადა ღუდუშაურმა. შეგახსენებთ, რომ 28 მაისს, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ EU-სა და NATO-ში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუცია წარადგინა, რომელსაც "ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა" (ALDE) მხარი დაუჭირა. რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს რუსეთთან „ფლირტი“. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს მმართველ პოლიტიკურ გუნდს, შეწყვიტოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 რეკომენდაციის არშესრულებით.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



