|
2023-05-29 09:48:06, 1013 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ - ვულოცავთ რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში დამსახურებულ გამარჯვებას
“ქართული ოცნება” ულოცავს რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში დამსახურებულ გამარჯვებას და „სახალხო ალიანსს” საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას,- ამის შესახებ ნათქვამია "ქართული ოცნების" განცხადებაში, რომელიც პარტიის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. მმართველი პარტია განცხადებაში ასევე უთითებს, რომ თურქეთმა შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია ბოლო წლებში და ეს თავის მხრივ, არჩევნების შედეგებითაც დადასტურდა. "საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობარ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას, როგორც თურქეთის, ისე რეგიონის წინსვლისთვის. გვჯერა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველობის შემდეგ ეტაპზე, ორ მეგობარ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობა, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო გაღრმავდება და გამტკიცდება",- აღნიშნულია "ქართული ოცნების" განცხადებაში. შეგახსენებთ, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ, 28 მაისს გაიმართა, რომელშიც თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 6 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მეორე არჩევნების ტურის გამართვის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 14 მაისს გამართულ არჩევნებში პრეზიდენტობის ვერც ერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



