|
2023-05-28 18:17:06, 1119 ნახვა
პოლიტიკა
ჯო ბაიდენი - აშშ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, საქართველოს გვერდით იქნება
ჩვენ ერთად ვდგავართ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებისთვის, რაშიც ევროკავშირისა და ნატო-სკენ ნაბიჯებიც იგულისხმება,- ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წერილში, რომელიც მან საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს 26 მაისთან დაკავშირებით გაუგზავნა. ბაიდენი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ამბობს, რომ აშშ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს გვერდით იქნება. „ამერიკელი ხალხის სახელით, თქვენ და ქართველ ერს, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ... ჩვენ ერთად ვდგავართ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებისთვის, რაშიც ევროკავშირისა და ნატო-სკენ ნაბიჯებიც იგულისხმება. აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, საქართველოს გვერდით იქნება. მომდევნო წლებში მოველი საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული პარტნიორობის განმტკიცებას, რათა კიდევ უფრო დაცული და უზრუნველყოფილი მომავალი შევუქმნათ ჩვენს ხალხებს“,- ნათქვმია ჯო ბაიდენის მისალოც წერილში, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



