|
2023-05-28 12:08:35, 1008 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - 26 მაისს არ შეიძლება ვარჯიში?! - აღლუმზე მე სხვა მიზეზის გამო არ მივდივარ
მე არც შარშან დავსწრებივარ ამ ღონისძიებას, არც წელს დავსწრებივარ. 26 მაისს არ შეიძლება ვარჯიში?! აღლუმზე მე არ მივდივარ სხვა მიზეზის გამო, რა შუაშია აქ ვარჯიში?! სპეკულაციაა თავისთავად ამაზე საუბარი,- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე არ დასწრებას. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, აღლუმი არ არის პარტიული ღონისძიება და "წინა პლანზე კონსტიტუციური თანამდებობის პირები არიან". "ეს არ არის პარტიული ღონისძიება, ეს არის ღონისძიება, სადაც წინა პლანზე არიან კონსტიტუციური თანამდებობის პირები, შესაბამისად, სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ თითქოს, ცურვასთან და ვარჯისთან ჰქონდა რამე კავშირი ჩემს არ დასწრებას... პირადად ელენე ხოშტარიას დედამ გადაიღო ეს ფოტოები. ეს ყველაფერი აჩვენებს მათ სახეს... ყველამ ვიცით, რომ „ნაციონალები“ არიან უსამშობლოები, ისინი არიან ბოლშევიკები და მტრობენ ქართულ სახელმწიფოს, ამას აკეთებდნენ 2004-დან 2012 წლამდე, მათ შორის, როდესაც ჩააბარეს ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსების ფედერაციას და ამას აგრძელებენ დღემდე. ისინი არიან უცხოელი აგენტები",- განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს თავისუფლების მოედანზე არ დაესწრო. მედიის ინფორმაციით, მმაართველი პარტიის ხელმძღვანელი ღონისძიების დროს სპორტდარბაზში იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



