|
2023-05-28 11:57:25, 970 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - იმედი მაქვს, ბრიუსელში პრეზიდენტის განცხადებები სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებელი არ იქნება
იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტის განცხადებები არ იქნება დამაზიანებელი ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის განცხადებები დამაზიანებელი, მათ შორის ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით არ იყოს. „იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტის განცხადებები, ამ შემთხევაში, არ იქნება დამაზიანებელი ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის, მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით სხვა კომენტარისგან თავს შევიკავებ. ვსაუბრობ შესაძლო განცხადებებზე, რომელმაც შესაძლოა, დააზიანოს სახელმწიფო ინტერესი, იმედია, ასეთი არ იქნება“,- განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



