|
2023-05-27 14:46:08, 932 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ქვეყნის დეოკუპაცია და გაერთიანება მშვიდობიანად უნდა მოვახერხოთ
როგორც ბიბლიაში არის დაწერილი - უნდა ვიცოდეთ ქვების შეგროვების და ქვების განბნევის დრო,დრო სწორად უნდა შევარჩიოთ. ამიტომ აუცილებელია სტრატეგიული მოთმინება, ჩვენ მშვიდობიანად უნდა მოვახერხოთ ქვეყნის დეოკუპაცია და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობას აქვს მშვიდობიანი გზით დეოკუპაციის პოლიტიკა. „ეხლა რაც შეეხება რუსეთთან ასე ვთქვათ ურთიერთობას და ჩვენს პოლიტიკას. თქვენ იცით, რომ ბოლო 10 წელია ჩვენ არავითარი პოლიტიკური ასე ვთქვათ, წინსვლა არ გვაქვს. ჩვენ თავიდანვე გავმიჯნეთ. ვთქვით, რომ ჩვენ ვაჭრობას ეკონომიკას აღვადგენთ და განვსაზღვრეთ სტრატეგიული მოთმინების და მშვიდობიანი პოლიტიკის, მშვიდობიანი ასე ვთქვათ პოლიტიკა. მშვიდობიანი გზით დეოკუპაციის პოლიტიკა. მოთმინება არის ძალიან მნიშვნელოვანი მეგობრებო. ჩვენ, ქართველებმა, ძალიან კარგად ვიცით მოთმინება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



