|
2023-05-27 11:58:21, 866 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - არ შეიძლება, რომ 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერ-მინისტრს მიესალმოს და მერე პრეზიდენტს
მე ამ ქვეყანაში დიდი ხანია არაფერი მწყინს, მაგრამ არ შეიძლება, რომ 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს და მერე პრეზიდენტსა და უმაღლეს მთავარსარდალს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მას ჰქონდა მცდელობა, რომ შეექმნა ერთი პროტოკოლის უწყება, რომელიც დაკომპლექტებული იქნებოდა სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებით, რათა ქვეყნის შიგნით სამუდამოდ დალაგებულიყო სიტუაცია, თუმცა, ეს არ გამოვიდა, რადგან მისივე თქმით ყველას კერძო ამბიციები ამოძრავებს. "მე ამ ქვეყანაში დიდი ხანია არაფერი მწყინს და ამით მე ვერავინ მაწყენს, მაგრამ, მე ამ ადგილს დავტოვებ, სხვა მოვა და ეს ადგილი არის პრეზიდენტის. არ შეიძლება, რომ 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს და მერე პრეზიდენტსა და უმაღლეს მთავარსარდალს, არ შეიძლება, არცერთ ქვეყანაში, ეს ყველგან იწვევს გაკვირვებას და კიდევ ერთ რამეს ვიტყვი - პროტოკოლი არა მხოლოდ შიგნით არის სახელმწიფოს დაცვა და ჩვენი ურთიერთობების დალაგება, ისე რომ არ მოხდეს არაფერი და რაც არ უნდა იყოს აზრების განსხვავება, ყველას თავისი ადგილი ჰქონდეს და ეს იყოს წყნარად, მშვიდად დამკვიდრებული ამისთვის, სხვათა შორის, მე ვეცადე, სამი წელია, რომ ერთი პროტოკოლის უწყება შეგვექმნა, ანუ კოორდინაცია შეგვექმნა სხვადასხვა სამინისტროს და ყველასთან ერთად, თუნდაც საპატრიარქოსთან, და ერთხელ და სამუდამოდ დაგველაგებინა საქართველოს პროტოკოლის წიგნი, რაც ასევე არის სახელმწიფოს საკითხი, მაგრამ არ იქნა, იმიტომ, რომ ყველას აქვს თავისი პატარა კერძო ამბიციები", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)