|
2023-05-26 18:26:49, 1017 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი კობახიძეზე - ეს არის გზავნილი კრემლისთვის, რომ მას დამოუკიდებელი საქართველო არ აინტერესებს
წარმოუდგენელია მმართველი პარტიის, პარლამენტის წევრი, უმრავლესობის ლიდერი არ იღებდეს მონაწილეობას ასეთ ოფიციალურ ღონისძიებაში, ეს არის გზავნილი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, გზავნილი კრემლისთვის, რომ მას არ აინტერესებს დამოუკიდებელი საქართველო, - ასე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ ღონისძიებაში არ მონაწილეობის საკითხი. გარდა ამისა ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძის დღევანდელი ქმედება იყო საბოტაჟი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ, ვინაიდან მათ ერთმანეთში დაპირისპირება აქვთ, რადგანაც ვერ იყოფენ პრემიერ-მინისტრის სკამს. „ცივილიზებულმა სამყარომ, დასავლელმა პარტნიორებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს, არის კრემლის, პუტინის რუსეთი, რომელმაც არც მიულოცა, არც აღიარებს ქვეყნის დამოუკიდებლობას და ზუსტად ისევე იქცევა მმართველი პარტიის ხელმძღვანელი, ვგულისხმობ ირაკლი კობახიძეს, რომელსაც არ აინტერესებს დამოუკიდებლობის დღე და არც გამოცხადებულა ოფიციალურ ღონისძიებაზე. გარდა იმისა, რომ აბსოლუტურად რუსულია მისი დამოკიდებულება დამოუკიდებლობის დღისადმი, წარმოუდგენელია მმართველი პარტიის, პარლამენტის შეგახსენებთ, დღეს, 26 მაისის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არ იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



