13:17 - 15 Nov, 2026
|
2023-05-26 17:03:42, 1259 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი სიტყვით გამოსვლისას მომხდარ ინციდენტზე - არანაირი რეპლიკა არ მაინტერესებს
ევროკავშირის დროშა ფრიალებს კიდევაც და უნდა იფრიალოს,- ამის შესახებ სქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. კითხვაზე, ოფიციალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ვინ დაუძახა საქართველოს პრეზიდენტს მოღალატე, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: "არ აქვს არანაირი მნიშვნელობა". კითხვაზე, აინტერესებს თუ არა მსგავსი ტიპის რეპლიკები, პრეზიდენტმა თქვა: "რატომ უნდა დავინტერესდე". სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე გამოსულ მოქალაქეებს ხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



