|
2023-05-26 15:38:31, 1215 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი - აშშ ამაყობს, რომ საქართველოს ნამდვილი, თავისუფალი და ევროპული დემოკრატიის აშენებაში ეხმარება
ქართველ მეგობრებს გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს და დამოუკიდებლობის აღდგენის 105 წლის თავს,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. დეგნანის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ საქართველოს გვერდით დგას და ეხმარება ამ ქვეყანას ნამდვილი, თავისუფალი, ევროპული დემოკრატიის აშენებაში. "ქართველ მეგობრებს გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს და დამოუკიდებლობის აღდგენის 105 წლის თავს, რომელიც ასე ლამაზად აღნიშნა დღეს თავდაცვის ძალების მონაწილეობით. ისინი ძალიან შთამბეჭდავები არიან და ნამდვილად თავგანწირვით იბრძვიან, რომ საქართველომ დაიცვას თავისი საზღვრები, ამ საშინელი აგრესიის ფონზე რომელიც რეგიონში ხდება. ეს ყველაფერი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ქართველი ხალხი ერთგულია იმ მიზნის რომელიც დაისახა იმ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, რომელიც არა წლებს, არამედ საუკუნეებს ითვლის. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ საქართველოს გვერდით დგას და ეხმარება ამ ქვეყანას ნამდვილი, თავისუფალი, ევროპული დემოკრატიის აშენებაში",- განაცხადა დეგნანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



