|
2023-05-26 14:31:51, 1005 ნახვა
პოლიტიკა
ჯუანშერ ბურჭულაძე - ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქვეყანა
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მისალოც სიტყვაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების მძიმე გარემოსა და ამ ფონზე ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით თავდაცვის ძალების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ქვეყანაში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის პროცესში, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის პრაგმატულ პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება. „როცა ომი მიმდინარეობს შავი ზღვის რეგიონში და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა უდიდესი გამოწვევის წინაშეა, ჩვენი მიზანია კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქვეყანა",- აღნიშნა მინისტრმა. თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრისას, უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში საერთაშორისო პარტნიორების წვლილი და მათი თანმიმდევრული, მტკიცე მხარდაჭერა გაიხსენა და ნატოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მადლობა გადაუხადა. აღნიშნული ამოცანის განხორციელების პროცესში, მინისტრმა წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობა, ეროვნული სამხედრო მრეწველობის განვითარება, ინფრასტრუქტურისა და საბრძოლო საშუალებების განახლება სამხედროების სოციალური პირობების გაუმჯობესება უწყების პრიორიტეტებად დაასახელა. „ჩვენმა მთავრობამ, პარლამენტთან აქტიური მუშაობით მყარი საფუძველი შექმნა სამხედრო მოსამსახურეების სოციალური უზრუნველყოფის გარანტიებისთვის და ახალი ინსტიტუციური რეფორმებისათვის, რაც თავდაცვის ახალი კოდექსით დარეგულირდება“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



