|
2023-05-26 10:35:44, 1141 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის საელჩო - გულწრფელად ვულოცავთ მეგობარ საქართველოს და მოძმე ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს
გულწრფელად ვულოცავთ მეგობარ საქართველოს და მოძმე ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს!- ასე ულოცავს საქართველოში უკრაინის საელჩო ქართველებს დამოუკიდებლობის დღეს. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინელები და ქართველები საუკუნეების მანძილზე თავდაუზოგავად იბრძოდნენ თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის. "გულწრფელად ვულოცავთ მეგობარ საქართველოს და მოძმე ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! საუკუნეების მანძილზე ჩვენი ხალხები თავდაუზოგავად იბრძოდნენ თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის და ყოველთვის ეხმარებოდნენ ერთმანეთს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით აუცილებლად დავამარცხებთ ჩვენს საერთო მტერს - ფაშისტურ რუსეთს, სრულად აღვადგენთ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გავაგრძელებთ ჩვენი მომავლის აშენებას ევროპული ხალხების ერთიან ოჯახში. ვუსურვებთ საქართველოს და ქართველ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას, ბედნიერებას, დოვლათიანობასა და ჰარმონიას! ერთად გამარჯვებამდე! - წერია საელჩოს განცხადებაში. საქართველო დღეს, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თბილისსა და რეგიონებში საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი. დამოუკიდებლობის დღე დედაქალაქში თავისუფლების მოედანზე, 11:00 საათზე მთავარი სამხედრო ღონისძიებით - უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის სახელობის საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტების ფიცის დადების ცერემონიალით დაიწყება. ფიცის დადების ცერემონია თბილისთან ერთად, 10 რეგიონში გაიმართება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გალა-კონცერტით დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



