|
2023-05-26 10:14:03, 916 ნახვა
პოლიტიკა
ფოტიგა - დარწმუნებული ვარ, რომ ლამაზ ქართულ დროშას EU-სა და NATO-ში თავისი ღირსეული ადგილი ექნება
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ევროპარლამენტარი მილოცის წერილს სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე ავრცელებს. "ვუერთდები მამაცი ქართველი ხალხის მიერ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას. მე პატივს ვცემ მათ ურყევ ნებას, დაიცვან თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გამოც, მე უპირობოდ მხარს ვუჭერ თქვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. გისურვებთ სურვილების ასრულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ინსტიტუციურ განვითარებასა და ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებას. იმედი მაქვს, რომ მომავალში ევროკავშირის დროშა მუდმივად იქნება წარმოდგენილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ისე, როგორც ეს ქართველი ხალხის გულებშია. დარწმუნებული ვარ, რომ ლამაზ ქართულ დროშას თავისი ღირსეული ადგილი ექნება ევროკავშირსა და ნატოში",- წერს ანა ფოტიგა Twitter-ზე. საქართველო დღეს, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თბილისსა და რეგიონებში საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი. დამოუკიდებლობის დღე დედაქალაქში თავისუფლების მოედანზე, 11:00 საათზე მთავარი სამხედრო ღონისძიებით - უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის სახელობის საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტების ფიცის დადების ცერემონიალით დაიწყება. ფიცის დადების ცერემონია თბილისთან ერთად, 10 რეგიონში გაიმართება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გალა-კონცერტით დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



