20:43 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-25 22:36:08, 942 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მიზეზი, რომ რუსეთის ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირი გავწყვიტოთ

რა თქმა უნდა, მე როგორც საქართველოს მოქალაქე, მიმაჩნია, რომ რუსეთი საქართველოს მიმართ ოკუპანტი ქვეყანაა - ორი აზრი არ არსებობს ამაში,  მიუხედავად ამისა, ეს არ არის საკმარისი მიზეზი, რომ ჩვენ გავწყვიტოთ ევქარისტიული კავშირი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა "ფორმულასთან" ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოსკოვში მისი ვიზიტი და წირვაში მონაწილეობის მიღება არ ნიშნავს, რომ ის რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკას იზიარებს.

"რა თქმა უნდა, მე როგორც საქართველოს მოქალაქე, მიმაჩნია, რომ რუსეთი საქართველოს მიმართ ოკუპანტი ქვეყანაა - ორი აზრი არ არსებობს ამაში. მიუხედავად ამისა, ეს არ არის საკმარისი მიზეზი, რომ ჩვენ გავწყვიტოთ ევქარისტიული კავშირი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. ამიტომ, მე მონაწილეობას ვიღებდი წირვაში და მე რუსეთის პატრიარქს მივულოცე ანგელოზის დღე და რა სიტყვები ვუთხარი, როგორ ვისაუბრეთ, თუ მქონდა მასთან ეს პირადი საუბარი - ეს შემიძლია, მოგიყვეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასეთ ფორმატში არა. მე შემიძლია გითხრათ ჩემი დამოკიდებულება, მაგრამ ჩემი მონაწილეობა წირვაში არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ მე რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკას ვეთანხმები. ამასთან არაფერი საერთო არ მაქვს საერთოდ", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში წმ. კირილესა და მეთოდეს ხსენების დღეს რუსეთში იმყოფებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics