|
2023-05-25 17:39:17, 910 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის უფროსი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო შეხვედრებს მართავს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დელეგაცია, უწყების უფროსის ლევან კაკავას ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და სასაზღვრო უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) ფარგლებში, კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ქევინ ქარლანდსა და ამავე დეპარტამენტის ვაჭრობის აღსრულების, მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს თანამშრომლებს. „შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში გაწეული ღონისძიებები და შემოსავლების სამსახურთან წარმატებული თანამშრომლობის საკითხები. ამასთან, უწყების ხელმძღვანელმა, ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების ხანგრძლივ და უწყვეტ მხარდაჭერას საბაჟო სისტემის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია და რისკების მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილე ოთარ რიკაძე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)