|
2023-05-25 17:36:34, 824 ნახვა
საზოგადოება
მერია - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, ჯავახიშვილის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 26-27 მაისს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის ნაწილზე, სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გვირაბში, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, 26 მაისის 09:00-დან 18:00 საათამდე აღნიშნულ გვირაბში მოძრაობა გადაიკეტება ცალმხრივად, ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით. ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ თაბუკაშვილის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩისკენ, ხოლო 18:00-დან 22:00 საათამდე, ჯავახიშვილის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება. კერძოდ, ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები მერაბ კოსტავას ქუჩისკენ გადაადგილდებიან მარჯვნივ მოხვევით, ხოლო მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით, „სამაიას“ ბაღთან მოხვევით. რაც შეეხება 22:00 საათიდან 27 მაისის 00:30 საათამდე პერიოდს, ჯავახიშვილის ქუჩის აღნიშნულ ნაწილზე მოძრაობა კვლავ ცალმხრივად იქნება შესაძლებელი. შეზღუდვის პერიოდში შეიცვლება N528 მიკროავტობუსის მოძრაობის მარშრუტი. კერძოდ, სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, მიკროავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან სვლას გააგრძელებს თაბუკაშვილის ქუჩაზე, გია ჭანტურიასა და სოლიკო ვირსალაძის ქუჩების გავლით, დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გალაკტიონის ხიდს, შემდეგ კი, მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებს. უკუმიმართულებისას, N528 მიკროავტობუსი გალაკტიონის ხიდიდან მხოლოდ „სამაიას“ ბაღამდე იმოძრავებს, შემდეგ კი მობრუნდება, მტკვრის მარჯვენა სანაპიროთი დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას და ჩვეული მარშრუტით გადაადგილდება.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)