20:43 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-25 14:37:16, 984 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - პატრიარქმა იცოდა, რომ მოსკოვში ვარ, მაგრამ არ იცოდა, რომ წირვაზე დასწრებას ვაპირებდი

პატრიარქი კირილეს ანგელოზის ხსენების დღე იყო, მიმიწვიეს წირვაზე. ვეღარ მოვასწარი პატრიარქის ინფორმირება,- ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მოსკოვში ლიტურგიაზე დასწრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა "ფორმულას" სატალეფონო საუბრისას უთხრა, საქართველოს პატრიარქი რუსეთში მის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო.

"ერთი მხრივ, პატრიარქმა იცოდა, რომ მოსკოვში ვარ, მაგრამ არ იცოდა, რომ ვაპირებდი წირვაზე დასწრებას, ვეღარ მოვასწარი შეთანხმება.

პატრიარქი კირილე რომ ომს აკურთხებს და ახალისებს, ეს არის არასწორი ინფორმაცია. ძალიან მარტივი მიზეზის გამო იმიტომ, რომ პატრიარქი კირილეს კანონიკური ტერიტორიაა, სადაც დღეს ომი მიმდინარეობს. თვითონ ასე თვლიან ყოველ შემთხვევაში და შესაბამისად, თავის ეპარქიაში, თავის ადგილობრივ ეკლესიაში, ის ვერ აკურთხებს ვერანაირ ომს, რადგანაც ყველანი მისი სულიერი შვილები არიან, ეს არის ბელარუსი, უკრაინა, რუსეთი და სხვა ტერიტორიები, სადაც ვრცელდება რუსეთის ეკლესიის იურისდიქცია",- აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

ცნობისთვის, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი რუსეთის ფედერაციაში იმყოფებოდა. 

რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 24 მაისს, რუსეთის პატრიარქმა კირილემ მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა, რომელსაც ანტიოქიის, სერბეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილიც ესწრებოდა.

24 მაისს წმ. კირილესა და მეთოდეს ხსენების, პატრიარქი კირილეს სახელობისა და სლავური დამწერლობის დღე აღინიშნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics