22:51 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-25 13:58:00, 959 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები დიდი ხანია მოქმედებს

ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები დიდი ხანია მოქმედებს,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სახელის გამოჩენას უკრაინის სანქციების პორტალზე.

კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ვერავითარი სანქციის შანტაჟის ქვეშ ვერ აიძულებენ, ხელი მოაწეროს საკუთარი ქვეყნის განადგურებას.

"ჩვენთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს კონკრეტულ მოცემულობას. მოცემულობა არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები დიდი ხანია მოქმედებს, ეს არის დეფაქტო სანქციები, რომლებიც მოქმედებს შვეიცარიული ბანკის მეშვეობით.

ბიძინა ივანიშვილმა წერილით გაახმოვანა ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდებოდა მასთან კონკრეტულ კომუნიკაციას და აღნიშნა, რომ მის მიმართ არის გარკვეული მოთხოვნა და არ შეასრულებს არცერთ შემთხვევაში ისეთ მოთხოვნას, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ჩვენი ქვეყნის განადგურებას. ვერავითარი სანქციის შანტაჟის ქვეშ ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, ხელი მოაწეროს საკუთარი ქვეყნის განადგურებას",- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უკრაინის სანქციების პორტალზეა ნახსენები, რომელიც უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა შექმნილი.

როგორც პორტალზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბიძინა ივანიშვილს მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან და ლობირებს რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ვლადიმერ ევტუშენკოვის ინტერესებს რუსეთსა და საქართველოში, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლით.

ამასთან, 11 მაისს, უკრაინის რადას დეპუტატმა, ოლექსეი გონჩარენკომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისთვის და "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისთვის სანციების დაწესების მიზნით მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics