|
2023-05-25 13:31:19, 1122 ნახვა
პოლიტიკა
მორგოშია - წელს უკრაინისა და ევროკავშირის დროშები მაინც ჩამოხსნეს და ესეც დასაფასებელია
წელს უკრაინისა და ევროკავშირის დროშები მაინც ჩამოხსნეს და ესეც დასაფასებელია,- ასე ეხმაურება "ალტ-ინფოს" დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელმაც წელს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის შენობაზე ევროკავშირის დროშები არ გამოფინა. როგორც მორგოშია სოციალურ ქსელში წერს, "რეალური დამოუკიდებლობა ჯერ ისევ შორსაა". "რეალური დამოუკიდებლობა ჯერ ისევ შორსაა, მაგრამ წელს უკრაინისა და ევროკავშირის დროშები მაინც ჩამოხსნეს და ესეც დასაფასებელია. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. დიდება უფალს. გაუმარჯოს საქართველოს",- წერს მორგოშია. შეგახსენებთ, რომ გასული წლისგან განსხვავებით წელს საქართველოს პარლამენტის შენობაზე 26 მაისის ღონისძიების გასაფორმებლად ევროკავშირის დროშა აღარ გამოიყენეს. ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელის, თათა სვანიძის განმარტებით, წელს დამოუკიდებლობის აღნიშვნის თემატიკა, „თავისუფლება და თავისუფლების სიყვარულია“, შესაბამისად 26 მაისი ეროვნული სიმბოლიკით აღინიშნება.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



