12:02 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-25 13:25:37, 825 ნახვა

საზოგადოება
ხაბეიშვილი - მივმართეთ ოფიციალური წერილით სემეკ-ს - ვითხოვთ რიგგარეშე სხდომის მოწვევასა და ელექტროენერგიის გაიაფებას

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" სემეკ-ს რიგგარეშე სხდომის მოწვევისა და ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების მოთხოვნით ოფიციალური წერილით მიმართა. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ელექტროენერგიის შემთხვევაში, მინიმუმ 4, ხოლო გაზის შემთხვევაში,  6-7 თეთრის დაკლებაა შესაძლებელი.

„ჩვენ რამდენიმე კვირის წინ მოვითხოვეთ, დოლარის კურსის ცვლილების პარალელურად შემცირებულიყო ტარიფები ელექტროენერგიაზე, გაზსა და წყალზე, რადგან როცა მოუმატეს მოსახლეობას ელექტროენერგიის, გაზის გადასახადი, მაშინ აუწყეს, რომ დოლარის კურსის გამო მოიმატა ტარიფმა. როგორც კი ლარმა გამყარება დაიწყო, ეს არ შეეტყო არავის. მოსახლეობას ჭირის დღესავით სძულს ქვითრის მოსვლა, რადგან ამ ქვითრის გადახდა ძალიან უჭირს და აქ დაფაზე წარმოდგენილია ის სქემა და მილიონები, რამდენ მილიონსაც დოლარის კურსის ცვლილებით იგებს „რუსული ოცნება“ და უჩა მამაცაშვილი.

გუშინ სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ დაადასტურა, რომ ტარიფების შემცირება შესაძლებელია, მაგრამ არ ამცირებენ, რადგან არ იციან, როგორ გაგრძელდება სიტუაცია ქვეყანაში და დოლარის კურსი რა მდგომარეობაში იქნება. თუ მოიმატებს, ისევ მოგვიწევს გაზრდაო და ახლა რომ დაუკლონ მოსახლეობას, ამით რა დაშავდება? ვსაუბრობ ელექტროენერგიაზე და გაზზე, ელექტროენერგიის შემთხვევაში, მინიმუმ 4 თეთრის დაკლებას და გაზის შემთხვევაში, საუბარია 6-7 თეთრის დაკლებაზე. 

“ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე მივმართეთ დღეს დილით ოფიციალური წერილით სემეკ-ს. ვითხოვთ რიგგარეშე სხდომის მოწვევას და დოლარის კურსის ცვლილებასთან ერთად, ჩვენი მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გაიაფებას... ჩვენ ვითხოვთ სემეკ-ისგან სასწრაფო სხდომის ჩატარებას და გუშინ რომ დაადასტურა დავით ნარმანიამ ეს შესაძლებელია, ოფიციალურად მოახდინონ ტარიფების კლება ჩვენი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics