|
2023-05-25 10:21:37, 961 ნახვა
პოლიტიკა
კრამერი - ვხედავთ ომის დანაშაულებს, პუტინის დაკავების ორდერიც გაიცა - ეს არ აჩერებს ქართველ ოფიციალურ პირებს რუსეთისკენ სვლაში
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, დევიდ კრამერის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი ქართველ ოფიციალურ პირებს "მოსკოვის მიმართულებით სვლაში ხელს არ უშლის". როგორც კრამერმა "ამერიკის ხმასთან" საუბრისას აღნიშნა, "ქართული ოცნება" შექმნილ ვითარებაში რუსეთთან "ახლო კავშირს ამყარებს. "დემოკრატიულ სამყაროში, ყველა ქვეყანას არ შეუძლია, რომ სანქციებს შეუერთდეს. მოლდოვას მაგალითად, რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია, მაგრამ მოლდოვამ ასევე ძალიან ძლიერი კავშირი დაამყარა დასავლეთთან მაშინ, როდესაც ჰქონდათ იმის შიში, რომ რუსეთი გარკვეულ პროვოკაციებს მოაწყობდა მოლდოვაში. "ქართული ოცნება", ახლო კავშირებს ამყარებს [რუსეთთან] იმ პერიოდში, როდესაც ვხედავთ რუსეთის ომის დანაშაულებს, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს, გენოციდს. გარდა ამისა, ვნახეთ, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ თავად ბატონი პუტინის დაკავების ორდერიც კი გასცა. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ეს არ აჩერებს ქართველ ოფიციალურ პირებს [რუსეთის] მიმართულებით სვლაში",- განაცხადა კრამერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



