|
2023-05-24 18:52:08, 955 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრმა Eurojust-ის პრეზიდენტთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ჰააგაში ვიზიტის ფარგლებში სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის ქვეყნების თანამშრომლობის ორგანოს (Eurojust) პრეზიდენტ ლადისლავ ჰამრანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა Eurojust-სა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან სისხლის სამართლის სფეროსა და ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას, რაც ევროინტეგრაციის პროცესში სექტორული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მინისტრმა ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის ეფექტიანი და კოორდინირებული მოქმედებების დადებით გავლენას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე. რატი ბრეგაძემ Eurojust-ის პრეზიდენტს ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსის მოპოვების პროცესში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროგრესი და იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის ახალი ინიციატივები გააცნო.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



