|
2023-05-24 16:16:32, 876 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ახალციხის ორგანიზაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი უხელმძღვანელებს
„ქართული ოცნების“ ახალციხის ორგანიზაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნება" ავრცელებს. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები დღეს, ახალციხეში გამართულ კონფერენციაზე აირჩიეს. "კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ. კონფერენციას ესწრებოდნენ მმართველი პარტიის რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ლომიძე. ამასთან ერთად, კონფერენციები ადიგენსა და ბორჯომში დღესვე გაიმართება",- ნათქვამია პარტიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



