|
2023-05-24 15:14:36, 857 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - რუსული პარტიის პრემიერისგან, ანტონი ღარიბაშვილისგან ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს ვხედავთ
ვხედავთ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს რუსული პარტიის პრემიერ-მინისტრისგან, ანტონი ღარიბაშვილისგან,- ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას. ხაბეიშვილის თქმით, თუ ვინმე აქეზებს ომს საქართველოში, ეს არის „რუსული ოცნება“. „ვხედავთ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს რუსული პარტიის პრემიერ-მინისტრისგან, ანტონი ღარიბაშვილისგან, რომელიც ამბობს, რომ თურმე უკრაინას, ამერიკას და ცივილიზებულ სამყაროს უნდა საქართველოს ომში ჩართვა. ეს, ცხადია, არის ტყუილი და რუსული პროპაგანდა. თუ ვინმე აქეზებს ომს საქართველოში, ეს არის „რუსული ოცნება“, როცა 100 000 რუსი შემოდის საქართელოში და არ დაგვავიწყდეს, რომ ხვალ შეიძლება პუტინმა თქვას, რომ ამ რუსი მოქალაქეების დასაცავად მივდივარ ახლა მე საქართველოშიო. როცა ღარიბაშვილი ცივილიზებულ სამყაროზე ლაპარაკობს, ჯობია, რომ მე მგონი, პირი ამოიკეროს ამ მხრივ. აღარ დარჩათ პარტნიორი არსად. სადაც იყვნენ გაერთიანებული, იქიდანაც კი კინწისკვრით გამოვარდნენ“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



