|
2023-05-24 14:51:56, 830 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა
ბაქოში გამართული საერთაშორისო გამოფენის CASPIAN AGRO 2023 ფარგლებში, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრ მეჯნუნ მამედოვს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ტრანსსასაზღვრო დაავადებების საკითხი განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანის სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს შორის ლაბორატორიული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. „შეხვედრის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, ვიმსჯელეთ გამოცდილების გაზიარების საჭიროებაზე. 2014 წელს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და აზერბაიჯანის მევენახეობის და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობენ ერთობლივი კვლევითი საქმიანობების წარმოების მიზნით. ბოლო პერიოდში, ჩვენს ცენტრში ახალი კვლევები ჩატარდა, რომლის შედეგების გაზიარება, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი საკითხია“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. აღსანიშნავია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი სოფლის მეურნეობის სფეროში არაერთი მიმართულებით თანამშრომლობენ, მათ შორის, „ერთიანი ჯანმრთელობის“ კონცეფციის ფარგლებში ჩამოყალიბებულია აბრეშუმის დიდი გზის ბიოზედამხედველობის ქსელი - BNSR
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)