|
2023-05-24 14:13:02, 878 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - რაც უფრო მეტად გაუცრუებენ იმედებს საკუთარ მხარდამჭერებს, მით უფრო მეტად დასუსტდება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
რაც უფრო მეტად გაუცრუებენ იმედებს საკუთარ მხარდამჭერებს, მით უფრო მეტად დასუსტდება ეს პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია კოლექტიური "ნაცმოძრაობა",- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიცია 2012 წლიდან მოყოლებული პერმანენტულ აქციებს აანონსებს, თუმცა "შედეგი სახეზეა". "მე რაც მახსოვს, 2012 წლიდან მოყოლებული სულ პერმანენტულ აქციებს აანონსებენ, მაგრამ ვხედავთ შედეგს. რაც უფრო მეტად გაუცრუებენ იმედებს საკუთარ მხარდამჭერებს, მით უფრო მეტად დასუსტდება ეს პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია კოლექტიური "ნაცმოძრაობა". შესაბამისად, ასეთი ცრუ დაპირებები, საბოლოო ჯამში, კარგ როლს ასრულებს იმისთვის, რომ პოლიტიკური სისტემა სწორად განვითარდეს",- ამბობს კობახიძე.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



