|
2023-05-24 13:48:36, 828 ნახვა
საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთის მელიორაციის საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გენადი კერძევაძემ და სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა რეგიონში სამელიორაციო სიტემებზე არსებული მდგომარეობა, სარწყავ სეზონთან დაკავშირებული საკითხები და არსებული საჭიროებები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მუნიციპალიტეტების მიხედვით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები შეფასდა. „2012 წლიდან დღემდე, რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 19,4 მლნ ლარის ღირებულების 35 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 131 კმ საირიგაციო არხს, შეკეთდა 4 სათავე ნაგებობა და 11 სატუმბი სადგური. შედეგად, მიწის ფართობი, რომელიც რეგულარულად მოირწყვება 11 465 ჰექტრამდე გაიზარდა, წყლით უზრუნველყოფა 1690 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდა. სამუშაო შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც საქართველოს მელიორაციის წარმომადგენლები და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)