|
2023-05-24 11:53:03, 824 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა 8 წლის მოჭადრაკე მარიამ რეხვიაშვილს გამარჯვება მიულოცა
თბილისის მერმა კახა კალაძემ გამარჯვება მიულოცა რვა წლის მარიამ რეხვიაშვილს, რომელიც ჭადრაკში ევროპის სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. პატარა ჩემპიონის გამარჯვების შესახებ მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. „მინდა, ერთი სასიხარულო ინფორმაცია მოგაწოდოთ: ამ დღეებში ალბანეთის ქალაქ დურესში დასრულდა ევროპის სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში, სადაც თბილისის მერიის ეროვნული სასახლის ვახტანგ ქარსელაძის სახელობის ჭადრაკის სკოლის აღსაზრდელი, 8 წლის მარიამ რეხვიაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა. მინდა, მადლობა გადავუხადო მარიამის მწვრთნელს, ბატონ იოსებ კვირიაშვილს. ასევე, მინდა, მარიამს მივულოცო, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი წარმატებები ჩვენი ქვეყნისთვის, მომავალი თაობებისთვის. როგორც ვიცი, მარიამი ასპარეზობის დროს ავად გახდა, თუმცა ამის მიუხედავად მაინც შეძლო ოქროს მედალი მოეპოვებინა“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე ინფორმაციით, ქართველმა მოზარდებმა ოთხი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. „ვულოცავთ ჩვენს მოჭადრაკეებს მიღწეულ წარმატებას და მარიამს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მიხარია, რომ ბოლო წლების განმავლობაში სპორტში გვაქვს ძალიან დიდი მიღწევები და წარმატებები, რაც თითოეულ ქართველს, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს სიამაყის გრძნობას გვიმაღლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)